საზარელი ავტოავარია - კვირის პალიტრა

საზარელი ავტოავარია

ეგვიპტეში ავტოკატასტროფას 50 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 47 ბავშვი. ტრაგედია ქალაქ მანფალუტთან დატრიალდა. ავტობუსს, რომელსაც 4-დან 6-წლამდე 60 ბავშვი გადაჰყავდა, მატარებელი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, შლაგბაუმი გაუმართავი იყო და მძღოლმა მიიჩნია, რომ ლიანდაგებზე ასვლისთვის მწვანე შუქი ჰქონდა. მატარებლის მემანქანემ ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ შეძლო. ავტოკატასტროფის გამო ეგვიპტის ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.geზე).