საქმის გადახედვას ითხოვენ - კვირის პალიტრა

საქმის გადახედვას ითხოვენ

ფოტორეპორტიორები - გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე "ფოტორეპორტიორების საქმის" გადახედვისა და ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ. "უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ჩვენი საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა. პირადად მე, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს ვადანაშაულებ", - აღნიშნა აბდალაძემ. ასევე, საქმის გადახედვას ითხოვს კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის  საქმეზე მსჯავრდადებული ლევან ცინცაძეც. პატიმრის თქმით, იგი უდანაშაულოა და 25-წლიანი სასჯელი გაყალბებული მტკიცებულებებით შეუფარდეს.