ქადაგიძე უმრავლესობას ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

ქადაგიძე უმრავლესობას ადანაშაულებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საპარლამენტო უმრავლესობას მთავარ საფინანსო ინსტიტუტზე ზეწოლაში ადანაშაულებს. კერძოდ, მისი აღშფოთება გამოიწვია უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის განცხადებამ, რომელმაც ეროვნული ბანკი საბანკო ზედამხედველობის შესრულების პროცესში საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა. "ასეთი უაპელაციო ბრალდებები გვაძლევს მყარ საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს ეროვნულ ბანკზე ზეწოლისა და გავლენის მოპოვების ღია და დაუფარავ მცდელობას", - განაცხადა ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ  უპასუხისმგებლო განცხადებებს წერტილი უნდა დაესვას (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).