ნაციონალების პროტესტი - კვირის პალიტრა

ნაციონალების პროტესტი

შსს-ს მაღალჩინოსნების დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი გამოიწვია. მაგალითად, თბილისის მერმა გიგი უგულავამ შოთა ხიზანიშვილის დაკავება დიქტატურის გაფორმებად შეაფასა. ნაციონალებმა  ბაჩო ახალაიას გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაყვანაც გააპროტესტეს. ნაციონალები და ახალაიას მეგობრები აცხადებდნენ, რომ ახალაია #7 დაწესებულებაში "ქურდებს საჯიჯგნად მიუგდეს" და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. მათ ციხესთან აქციაც გამართეს და ახალაიას ღამეც გაუთენეს, რომელიც, მათი აზრით, ახალი "ცოტნე დადიანია". სასჯელაღსრულების სამინისტრო კი აცხადებს, რომ ახალაიას სხვა ციხეში გადაყვანა მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოხდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).