სააკაშვილს დაცვას ართმევენ - კვირის პალიტრა

სააკაშვილს დაცვას ართმევენ

პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის. შესაბამისი სამსახურის სტატუსისა და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების, თანამდებობის პირთა დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, ამ სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება მთავრობას გადაეცემა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებული ყველა საკითხი საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა.