ივანიშვილის პირველი ვიზიტი - კვირის პალიტრა

ივანიშვილის პირველი ვიზიტი

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგა, სადაც ის ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. "ვწუხვართ, რომ ახალი ხელისუფლება იძულებული გახდა, დაპატიმრებები განეხორციელებინა. დავარწმუნე გენერალური მდივანი, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა. მივეცი პირობა, რომ საქართველოში არ იქნება შერჩევითი სამართალი, მაგრამ სამართალი იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ. ივანიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისაც შეხვდა. ქართველ ემიგრანტებთან საუბრისას კი განაცხადა, რომ პოლიტიკიდან 2014 წლის გაზაფხულზე წავა, თუმცა გააკონტროლებს მის მიერ დატოვებულ ხელისუფლებას (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).