პრეზიდენტი ორხელისუფლებიანობაზე ლაპარაკობს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი ორხელისუფლებიანობაზე ლაპარაკობს

"მე თქვენთან მოვედი, როგორც ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ნაწილია", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.ამას საქართველოში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტი თავისი ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ეს განცხადება სახიფათოა. ნაციონალები კი ამტკიცებენ, რომ სააკაშვილმა იმ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა იგულისხმა, რომლის უკანაც შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის ძალები იდგნენ.