ნატო შეშფოთებულია - კვირის პალიტრა

ნატო შეშფოთებულია

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრაღაში გამართულ ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა. რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან გათავისუფლდეს. ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია: "ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციებზე, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმების გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან". ახალი ხელისუფლება ამას ნაციონალების მიერ ნატოსთვის მიწოდებულ "დამახინჯებულ და ცალმხრივ" ინფორმაციას უკავშირებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).