პატრიარქის სურვილი - კვირის პალიტრა

პატრიარქის სურვილი

"მტკვრის სანაპირო, სადაც უცნაური ქანდაკებები თუ შენობები შენდება, მორწყულია ქართველი მოწამეების სისხლით და ამ ადგილზე 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძარი უნდა გვქონდეს... დღეს არის დრო, როდესაც ვაშენებთ. მახსენდება დრო, როდესაც სამების ტაძრის აშენება გვინდოდა. იყო ბევრი სკეპტიკოსი, ვისაც ვერ წარმოედგინა, რომ ამ გაჭირვების ჟამს ასეთი ტაძარი აშენდებოდა. ეს არის ხელთუქმნელი ტაძარი, რადგან არც გვიშრომია და არც გვიღვაწია. ის თვითონ აშენდა. მადლობა უფალს და მათ, ვინც ააშენა ეს ტაძარი. ეს არის კარიბჭე სასუფევლისა და შემთხვევითი არ არის, რომ ის წმინდა სამების სახელობისაა. რომელიმე წმინდანის სახელზე რომ გადაგვეწყვიტა ამ ტაძრის აგება, ვერც აშენდებოდა და თუ აშენდებოდა, ის ძალიან მცირე ზომის იქნებოდა", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას. ამასთან, 13 ნოემბერს, 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს, პატრიარქმა მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა, რომელსაც რამდენიმე ათასი მომლოცველი ესწრებოდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).