2012 წელს 119 ჟურნალისტი დაიღუპა - კვირის პალიტრა

2012 წელს 119 ჟურნალისტი დაიღუპა

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ინფორმაციით, 2012 წელს მსოფლიოში 119 ჟურნალისტი დაიღუპა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ყველაზე მეტი - 36 ჟურნალისტი სირიაში დაიღუპა; მეორე ადგილზეა სომალი, სადაც 2012 წელს 16 რეპორტიორი მოკლეს.

ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო რეგიონებია მექსიკა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, პაკისტანი და ფილიპინები. 2011 წელს მსოფლიოში - 82, 2010 წელს კი 102 ჟურნალისტი მოკლეს.