"ციხეებში რეჟიმი გამკაცრდება" - კვირის პალიტრა

"ციხეებში რეჟიმი გამკაცრდება"

ციხეებში რეჟიმი გამკაცრდება. ეს გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ღუდუშაურის კლინიკაში მომხდარი შემთხვევის შემდეგ მიიღო. კერძოდ, კლინიკაში ერთმანეთს ქსნის ციხიდან გადაყვანილი პატიმრები დაუპირისპირდნენ. მათ შეურაცხყოფა ექიმებსაც მიაყენებს. პატიმრების გაშველების შემდეგ ბადრაგი, 48 წლის ჯამბულ ხოშარაული გულის შეტევით გარდაიცვალა. "რეჟიმი იქნება ძალიან მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ის არ იქნება დამყარებული პატიმართა ღირსების ან სიცოცხლის ხელყოფაზე", - განაცხადა სუბარმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).