634 პატიმარი გაათავისუფლეს
გასულ კვირას 634-მა პატიმარმა ციხე დატოვა. მათგან 519 პრეზიდენტმა შეიწყალა, 115 მსჯავრდადებული კი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის რეკომენდაციით გათავისუფლდა. არსებული ინფორმაციით, პატიმართა მორიგი შეწყალება საახალწლოდ იგეგმება.