სტურუა ბრუნდება - კვირის პალიტრა

სტურუა ბრუნდება

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ბრუნდება. ამასთან, მან სამხატვრო ხელმძღვანელისა და მმართველის თანამდებობის შეთავსების სურვილიც გამოთქვა.

როგორც სტურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, თეატრში "დიქტატორივით დაბრუნდება". "როცა მე ვბრუნდები, მჭირდება, რომ ვიყო დიქტატორი. დავშლი დასს, რადგან უმეტესობას კონტრაქტები უმთავრდება და თავიდან შევკრებ. ეს იქნება ნიჭით შეკრება", - განაცხადა სტურუამ. რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან ქსენოფობიური განცხადებების მოტივით კულტურის მაშინდელი მინისტრის, ნიკა რურუას ბრძანებით 2011 წლის 15 აგვისტოს გაათავისუფლეს (ვრცლად იხ. გვ. 22, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).