"საქართველო განსაცდელშია" - კვირის პალიტრა

"საქართველო განსაცდელშია"

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო განსაცდელშია და ამას სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება. მისი თქმით, ხალხს განსაცდელში არ მიატოვებს. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხალხი "ნგრევისკენ მოწოდებას" არ აჰყვება. ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის აზრით კი, "ქართული ოცნება" ანგარიშსწორების გზას დაადგა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში "დემოკრატიისთვის საგანგაშო სიგნალებს" ხედავს. მისი აზრით, "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებული ივანიშვილის გამონათქვამები შოკის მომგვრელი იყო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).