"ჩემზე შური იძიეს" - კვირის პალიტრა

"ჩემზე შური იძიეს"

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ მასზე შური იმიტომ იძია, რომ ბაჩო ახალაიას მეგობარი და თანამოაზრეა. გუნავას ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი თქმით, იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს. "მე ერთ მაგალითსაც მოვიყვან, - ჩემი ღვიძლი ძმა ნარკოტიკებით გარდაიცვალა და მე არც პანაშვიდზე ვყოფილვარ და არც დაკრძალვაზე. დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია", - განუცხადა გუნავამ ჟურნალისტებს. გუნავას უკანონო სამართლებრივ დევნაზე ლაპარაკობს "ნაციონალური მოძრაობაც", რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ამ საქმეზე მოწმის სტატუსით პროკურატურას ჩვენებაც მისცა.