მერაბიშვილს დააკავებენ? - კვირის პალიტრა

მერაბიშვილს დააკავებენ?

შსს ვანო მერაბიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენებაში ედავება და შესაბამისი მასალები პროკურატურას გადაუგზავნა. კერძოდ, შსს-ს ცნობით, საქმე ეხება 2006-2008 წლებში ჩადენილ უკანონობას.

მერაბიშვილის 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით კუდ-ის დირექტორი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დროებით გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, რადგან საზოგადოებაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე მათი დარჩენით ხელი შეეშლებოდა სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიებას. თუმცა, დათა ახალაია და ვასილ სანოძე 2008 წლის აგვისტომდე,  როდესაც მერაბიშვილმა ისინი თანამდებობაზე აღადგინა, არაფორმალურად ხელმძღვანელობდნენ კუდ-სა და გენინსპექციას. "შს მინისტრის მიერ წლების განმავლობაში დაშვებული და წახალისებული იყო სამინისტროს ორი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა, რაც შესაძლოა, უპრეცედენტო შემთხვევაა ცივილიზებული ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებრივი ფუნქციონირების ისტორიაში", - აცხადებს შსს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).