"მე დამიჭირეთ" - კვირის პალიტრა

"მე დამიჭირეთ"

თბილისის მერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლება მის დისკრედიტაციასა და მერიის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. კერძოდ, მერიის მტკიცებით, შპს "ჰერმესის" საქმიანობის შესახებ ჟურნალისტების მონაწილეობით ცრუინფორმაციის გავრცელება იგეგმება, თითქოს ხალხის კუთვნილ სასაფლაოებს ხელმეორედ ყიდიან და ჭირისუფლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი თანხა პირად ანგარიშებზე ირიცხება. გარდა ამისა, უგულავა მიიჩნევს, რომ კომპანია "ენ-სი-სის" გენერალური დირექტორის, გეგი ქელბაქიანის წინააღმდეგ გამოძიება პოლიტიკური მოტივით დაიწყო. მერის თქმით, რიყეზე მშენებლობებს, რაც ივანიშვილს არ მოსწონს, სწორედ ქელბაქიანის კომპანია აწარმოებს. "მივმართავ პრემიერ ივანიშვილს: რადგან თქვენს კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტები ნერვებს გიშლით, გირჩევთ, მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით", - აცხადებს უგულავა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).