ქელბაქიანის საქმე - კვირის პალიტრა

ქელბაქიანის საქმე

შსს-მ კომპანია "ენ-სი-სის" გენერალური დირექტორი გიორგი (გეგი) ქელბაქიანი და ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე დააკავა. 2009-2012 წლებში "ენ-სი-სი" სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მთავრობის დაკვეთით ექსკლუზიურად ასრულებდა, რომლის საერთო ღირებულებამ დაახლოებით 200 მილიონი ლარი შეადგინა. სამართალდამცველების ცნობით, კომპანია საბიუჯეტო სახსრებს სხვადასხვა კორუფციული სქემით განკარგავდა. "ენ-სი-სის" ორი დამფუძნებელი გიორგი ქელბაქიანი და გიორგი გოგიბერიძე კომპანიის სახსრებით სამ აგარაკს აშენებდა. გამოძიება დაადგენს, ხომ არ ჰყავდა კომპანიას ფარული ბენეფიციარი სახელმწიფო მოხელის სახით, რომელსაც ეკუთვნოდა მესამე სახლი", - აცხადებს შსს. საქალაქო სასამართლომ ქელბაქიანს - 150-ათასლარიანი ჯარიმა, ხოლო ჩოგოვაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).