ოქრუაშვილი დაბრუნდა - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილი დაბრუნდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პარიზიდან საქართველოში დაბრუნდა. ის საზღვარზევე დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ოქრუაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე თითიდან არის გამოწოვილი და თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება. მისი თქმით, მზად არის, ახალ ხელისუფლებასთან რომელიმე საქმის გამოძიებაში ითანამშრომლოს. "დინების წინააღმდეგ ცურვას აღარ ვაპირებ. ერთხელ ეს გავაკეთე და საკმაოდ ძვირად დამიჯდა", - განაცხადა ოქრუაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლება დაკავებებსა და გამოძიებას, რომლებიც ამჟამად არის დაწყებული, არ შეაჩერებს. თუმცა, ოქრუაშვილის თქმით, ის პირები, რომლებიც დააკავეს, მხოლოდ შემსრულებლები არიან.

აღსანიშნავია, რომ ოქრუაშვილის წინასასამართლო სხდომას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი. ასევე, "მაესტროს" ჟურნალისტებმა იცნეს ის ტყვიაველი ადამიანები, რომლებიც ტელეკომპანიაში ეროსი კიწმარიშვილთან ერთად შეიჭრნენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).