"ხალხს ვცეთ პატივი" - კვირის პალიტრა

"ხალხს ვცეთ პატივი"

"ხალხს ვცეთ პატივი, თუ ღმერთის არ გვწამს და ბოდიში მოვუხადოთ", - ბრძანა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. "ადამიანი მონობისთვის არ არის შექმნილი. ბელადობის დრო წავიდა", - ბრძანა მეუფე იაკობმა. როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, ეკლესია ქვეყანაში თავისუფალი და გახსნილი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას არ უშინდება და მიიჩნევს, რომ ამ პროცესს ხელი უნდა შეეწყოს.

"დღეს ხელისუფლების გადაბარების მძიმე პერიოდია და სინანული და შეცდომების აღიარება ხელს შეუწყობდა ერის უფრო გაერთიანებას. არჩევნების შემდეგ ერის გაერთიანების იმედი ჩაისახა, მაგრამ ხელშეწყობა უნდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს", - ბრძანა მეუფე იაკობმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).