ივანიშვილმა საგარეო გამოწვევებზე უნდა იფიქროს - კვირის პალიტრა

ივანიშვილმა საგარეო გამოწვევებზე უნდა იფიქროს

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ქეთრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირი მიესალმება, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდ ძალისხმევას ახმარს საქართველოს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, მაგრამ პრემიერმა საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზეც უნდა იფიქროს. "ამასთან, უნდა უზრუნველყოს, რომ ყველაფერი, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, გამჭვირვალედ გაკეთდეს", - განაცხადა ეშტონმა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.