პალესტინა აღიარეს - კვირის პალიტრა

პალესტინა აღიარეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინა სახელმწიფო-დამკვირვებლად ცნო. პალესტინაში ამ გადაწყვეტილებას სახალხო ზეიმი მოჰყვა. სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსი პალესტინას მისცემს საშუალებას, გაეროს ეგიდით პირდაპირ მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს. გარდა ამისა, პალესტინა გეგმავს, ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჰააგის სამხედრო ტრიბუნალში სარჩელი შეიტანოს. პალესტინისთვის ზემოხსენებული სტატუსის მინიჭებას აშშ და ისრაელი ეწინააღმდეგებოდნენ. თელ-ავივმა ამ გადაწყვეტილებას იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობების განახლებით უპასუხა.