დეკემბრის ბოლოს გაიაფდება - კვირის პალიტრა

დეკემბრის ბოლოს გაიაფდება

ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ტარიფი, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე გაიაფდება. "ყოველდღიურად ისმის, რომ შესაძლებელია ტარიფის განახევრება და საზოგადოებაში ეს ძალიან ცუდად აღიქმება. თითქოს შესაძლებელია ამის გაკეთება და ჩვენ არ ვაკეთებთ. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ გამორიცხული და წარმოუდგენელია ტარიფების განახევრება", - აღნიშნა კალაძემ. არსებული ინფორმაციით, ტარიფი შესაძლოა, 3-4 თეთრით გაიაფდეს.