6 500-მდე პატიმარი გათავისუფლდება - კვირის პალიტრა

6 500-მდე პატიმარი გათავისუფლდება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, ამნისტიით და ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმით საპატიმროებს 6 500-მდე მსჯავრდადებული დატოვებს. მისივე თქმით, ამნისტიის ახალი რედაქცია ფრთხილი მიდგომით შეიქმნა,  ისე, რომ ქუჩაში კრიმინალი არ გაიზარდოს და საზოგადოებრივი წესრიგი საფრთხის ქვეშ არ დადგეს. "იმის მიუხედავად, რომ ამნისტია რთულად სამართავი პროცესია, ის ნაკლებ  საფრთხეს ქმნის, ვიდრე პრეზიდენტის შეწყალება. პრეზიდენტმა 200-ზე მეტი ისეთი  ადამიანი გამოუშვა, ვინც რეციდივის ჩამდენია. მათ შორის იყვნენ მკვლელობისთვის გასამართლებულებიც", - აღნიშნა სუბარმა.