არეულობა "მე-9 არხზე" - კვირის პალიტრა

არეულობა "მე-9 არხზე"

ტელეკომპანია, "მე-9 არხში" განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. კერძოდ, არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კახა ბექაური ლუბა ელიაშვილმა შეცვალა. ახალი გენდირექტორის თქმით, რეორგანიზაცია იწყება და ტელეკომპანია საერთო მაუწყებლად უნდა გარდაიქმნას. არსებული ინფორმაციით, არხი დატოვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, რამდენიმე სხვა ხელმძღვანელმა პირმა და 10-მდე ჟურნალისტმა. ტელეწამყვან ნათია ლაზაშვილის განმარტებით, მათთვის მიუღებელია ლუბა ელიაშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ არხს დაბალი რეიტინგი ჰქონდა და "სნობურ ახალ ამბებს აკეთებდა". "თუ ბიძინა ივანიშვილს უხერხულობას უქმნის მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფი ტელევიზია, რატომ არ უქმნის უხერხულობას ახალ ხელმძღვანელს ის, რომ მისი ოჯახის წევრი არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, პარლამენტისა და იუსტიციის საბჭოს წევრი", - აცხადებს ლაზაშვილი. საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, თამარ რუხაძის თქმით, კახა ბექაური არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო, მისი წასვლით ამ გარანტიებში ეჭვი ეპარება (ვრცლად იხ. გვ. 43, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).