სოროსის ვიზიტი - კვირის პალიტრა

სოროსის ვიზიტი

საქართველოში ჯორჯ სოროსის ნახევრად გასაიდუმლოებული ვიზიტი შედგა, რომლის ფარგლებში ბიზნესმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ჯორჯ სოროსმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება.