უგულავამ "ჯალათი" დაასახელა - კვირის პალიტრა

უგულავამ "ჯალათი" დაასახელა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს "თბილსერვის ჯგუფში" შევიდა.

გამოძიება ხელმძღვანელ პირთა მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების მითვისების ფაქტებზე მიმდინარეობს. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მერიის დასუფთავების სამსახურში ე.წ. ზონდერები იყვნენ გაფორმებული. შემოწმებები დაიწყო რეგიონებშიც. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ფინანსურ შემოწმებებს "შემოსევა" უწოდა და განაცხადა, რომ ზოგადად "აღვირახსნილ პროცესს"  ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანი კურირებს, რომელიც თვითმმართველობების ჯალათია. "არავინაა შემოწმების წინააღმდეგი, თუმცა როდესაც ეს ხდება შემოსევის სახით, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი აქვს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.