შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს - კვირის პალიტრა

შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს

"ქვეყანაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპონენტების წინააღმდეგ", - განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა  ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა. მისი თქმით, წარსულში ჩადენილი დარღვევების გამოძიება გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად უნდა მოხდეს. "ასევე, უნდა უზრუნველვყოთ, რომ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მათი გუნდები კოჰაბიტაციის პირობებში იღვწოდნენ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და მათი ინტერესებისთვის", - აღნიშნა ეშტონმა.