ოქრუაშვილის სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილის სკანდალური განცხადება

მთავარმა პროკურატურამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. ჩვენება უკვე მისცა ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ.

ადვოკატ ირმა ჭკადუას ცნობით, ოქრუაშვილმა მასთან საუბრისას სკანდალური განცხადება გააკეთა: "ჟვანიას გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, მიხეილ სააკაშვილთან მივედი, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, მეგონა ნერვიულობდა და ხმა არ ამომიღია, მაგრამ უცებ თავი ასწია და მითხრა, - ეს რა ჭირი მოვიშორეთო". პროკურატურა არც ოქრუაშვილის დაკითხვას გამორიცხავს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).