თეთრაძის მკვლელობა დადასტურდა - კვირის პალიტრა

თეთრაძის მკვლელობა დადასტურდა

პროკურატურის ცნობით, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში არა გულის შეტევით, არამედ წამების შედეგად გარდაიცვალა. ძებნა გამოცხადდა გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეზე, ხოლო სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი თანამშრომლები ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსი ტერაშვილი დაპატიმრებული არიან. მოწმის სახით დაკითხული ალექსი ტერაშვილი ჰყვება, რომ სარეჟიმო სამსახურის უფროს ოლეგ ფაცაციასა და უსაფრთხოების უფროს ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით იგი და პატიმარი სისაური ფიზიკურად ძალადობდნენ თეთრაძეზე - 20 წუთის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ, აწამებდნენ, ამცირებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. პატიმარმა გონება დაკარგა და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა (ვრცლად იხ. გვ. 6, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).