კლინტონს იმედი აქვს - კვირის პალიტრა

კლინტონს იმედი აქვს

"ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განვითარებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესრულებისკენ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას და ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ - კანონისა და პროცედურული ნორმების დაცვით და უნდა შეესაბამებოდეს ქართველი ხალხის გრძნობებსა და მისწრაფებას", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).