"თქვენ მუდამ ჩემთან იყავით" - კვირის პალიტრა

"თქვენ მუდამ ჩემთან იყავით"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩეხეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. "ცოტა დიდი ხნით გამიგრძელდა უცხოეთში ყოფნა, მაგრამ თქვენ მუდამ ჩემთან იყავით", - ბრძანა პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც ის პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა. უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ ღვთის მადლითა და მრევლის ლოცვა-კურთხევით საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნდა. პატრიარქმა ჩეხეთში სარეაბილიტაციო კურსი ჩაიტარა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).