მელნიკოვი დააკავეს - კვირის პალიტრა

მელნიკოვი დააკავეს

კიევში ინტერპოლის ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი დააკავეს. ქართულმა მხარემ მელნიკოვის ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკრაინაში უკვე გადაგზავნა. მელნიკოვს პოლიციელების ცემა ედება ბრალად. ის გირგვლიანის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს, თუმცა, ბრალი ოფიციალურად წაყენებული არა აქვს. პოლიციელების ცემის ბრალდებით იძებნებიან კუდ-ის დირექტორი დათა ახალაია, უწყების მაღალჩინოსნები სოსო თოფურიძე და  გერონტი ალანიაც. მათ, ისევე როგორც მელნიკოვს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, დათა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი. არც ერთი ძებნილი საქართველოში არ იმყოფება (ვრცლად იხ. გვ 5).