ეგვიპტეში შეტაკებებია - კვირის პალიტრა

ეგვიპტეში შეტაკებებია

კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მომხრეებსა  და ოპოზიციის აქტივისტებს შორის შეტაკებებია. ეპიცენტრი პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელსაც არმია იცავს. დაპირისპირებისას ათამდე კაცი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ოპოზიციის აღშფოთებას მურსის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი იწვევს, რომლის თანახმადაც, რელიგიური და მორალური ნორმების დაცვის მოტივით იზღუდება სამოქალაქო უფლებები. ეგვიპტის ოპოზიციას დასავლური ყაიდის დემოკრატია სურს. "ძმები მუსლიმანები" კი, რომლის წევრი ეგვიპტის პრეზიდენტია, ოპოზიციას "უცხოეთიდან მართულ ერთ მუჭა ლიბერალებსა და ათეისტებს" უწოდებს. აქციების გამო მურსიმ პრეზიდენტის სასახლე დატოვა.