ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა - კვირის პალიტრა

ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი  უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა. მისი თქმით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის მოვლენებს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა და პოზიტიური რომ ვერაფერი შეამჩნია, ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. "შევეკითხე პროკურატურასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, ჩემთან პრეტენზია ხომ არ ჰქონდათ და ამის შემდეგ გავემგზავრე საქართველოდან", - განაცხადა ვალერი ჩხეიძემ. მისივე ინფორმაციით, ახალ ხელისუფლებას არაფერი შეუთავაზებია, თუმცა,  მზად არის,  თავისი სამხედრო გამოცდილება მოახმაროს ქვეყანას  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).