"გამოძიების შუაგულში ვართ" - კვირის პალიტრა

"გამოძიების შუაგულში ვართ"

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ვერსიებს ამოწმებს. "შეიძლება ითქვას, რომ გამოძიების შუაგულში ვართ", - განაცხადა კბილაშვილმა, რომელმაც ჯერჯერობით ვერ დააკონკრეტა, შესაძლებელია თუ არა ჟვანიას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გვამის ექსჰუმაცია. მან გირგვლიანის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოძიებას ახალი გარემოებები აქვს და მოწმეები ჰყავს. მთავარი პროკურორის ცნობით, საქმეში ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაიაც ფიგურირებს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.