ომბუდსმენი დაამტკიცეს - კვირის პალიტრა

ომბუდსმენი დაამტკიცეს

პარლამენტმა 82 ხმით 18-ის წინააღმდეგ სახალხო დამცველად უჩა ნანუაშვილი დაამტკიცა. კენჭისყრას წინ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დებატები უძღოდა. "ნაციონალებმა" ნანუაშვილს პარტიული კანდიდატურა უწოდეს და განაცხადეს, რომ მომავალი ომბუდსმენი 2008 წლის ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდა. რაც შეეხება ომბუდსმენის გეგმებს, ნანუაშვილის განცხადებით, მისი პრიორიტეტი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მუშაობის გააქტიურება იქნება. 38 წლის ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამფუძნებელი და დირექტორია. მან ომბუდსმენის პოსტზე გიორგი ტუღუში შეცვალა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).