ძნელაძე კაპანაძის ნაცვლად - კვირის პალიტრა

ძნელაძე კაპანაძის ნაცვლად

გაერთიანებული შტაბის უფროსად პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დაინიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, ძნელაძის კანდიდატურაზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეთანხმდნენ და მათ შტაბის ახალი უფროსი ერთობლივად წარადგინეს. არადა, თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ გაერთიანებული შტაბისთვის ვახტანგ კაპანაძეს ეხელმძღვანელა. რატომ გადაწყდა კაპანაძის ნაცვლად ძნელაძის დანიშვნა, ირაკლი ალასანია ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს. კაპანაძე შტაბის უფროსის პირველი მოადგილე იქნება (ვრცლად იხ. გვ 9).