ავტომატების საქმე - კვირის პალიტრა

ავტომატების საქმე

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს სამხედრო უწყებამ 12 მილიონამდე ევროს ღირებულების მეორადი და ზოგიერთ შემთხვევაში კუსტარულად შეკეთებული АК და АКС ტიპის ავტომატები შეიძინა. ერთ ავტომატში გადახდილია 290 ევრო, თუმცა, მისი საბაზრო ფასი 50 ევროს ფარგლებში მერყეობს. თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ საქმე აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ამიტომ პროკურატურაში გადაიგზავნება. ამასთან, სამხედრო უწყებაში ფიქრობენ, რომ რადგან იარაღის შესყიდვის დროს თანხები ოფშორულ ზონებში ირიცხებოდა, კორუფციულ გარიგებასაც ჰქონდა ადგილი. საპასუხო განცხადება ბაჩო ახალაიამაც გაავრცელა და წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოში გრიფით "საიდუმლოს" მიკუთვნებული საკითხების გასაჯაროება ჩვეულებრივი ამბავი გახდა. "ქვეყანაში არიან ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე შესაბამისი დაშვების მქონე პირები და სწორედ მათ ავუხსნი დეტალურად ჩემს პერიოდში განხორციელებულ ყველა შესყიდვას თუ ქმედებას", - აცხადებს ახალაია.