მერაბიშვილი დაჰკითხეს - კვირის პალიტრა

მერაბიშვილი დაჰკითხეს

"პასპორტის საქმის" გამო შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრემიერი ხელმეორედ დაჰკითხეს. როგორც დაკითხვის შემდეგ მერაბიშვილმა განაცხადა, ხელისუფლების მიზანი "ნაციონალურ მოძრაობაზე" ზეწოლა და იმის მიღწევაა, რომ პარტიას არ ჰქონდეს საშუალება, ხელისუფლების კრიტიკა განაგრძოს. ყოფილი პრემიერის თქმით, ხელისუფლება ამას ვერ მიაღწევს. "მე და ჩემი თითოეული მეგობარი, ვინც ციხეში ან  დაკითხვაზე არ იქნება, მთელ დროს მოვანდომებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაგრძოს თავისი ფუნქციების შესრულება და აქცენტს გავაკეთებთ ახალ წინადადებებზე, რათა ჩვენი ცხოვრება გაცილებით უკეთესი გახდეს", - განაცხადა მერაბიშვილმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 ნოემბერს განაცხადა, მერაბიშვილმა ერევანში გამგზავრების წინ აეროპორტში ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი წარადგინა, რომელშიც მისი სურათი იყო. ამის გამო ყოფილი პრემიერი 1-ელ დეკემბერს უკვე დაიკითხა. ასევე, სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ფოტოსურათიანი, გოჩა წერეთლის სახელზე გაცემული პასპორტიც მოიპოვა  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).