ჩატაევი გამოუშვეს - კვირის პალიტრა

ჩატაევი გამოუშვეს

ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევი ("ახმედ ცალხელა") თბილისის საქალაქო სასამართლომ 5.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც ჩატაევმა განაცხადა, უდანაშაულოა და დაკავებისას ხელყუმბარები არ ჰქონია, რომ ჩატაევის თქმით, ქართველმა სამხედროებმა თავისი მეგობრის მეშვეობით სთხოვეს, ხეობაში მყოფ შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან მოლაპარაკება გაემართა. ის ჯგუფის წევრებს დაელაპარაკა და როდესაც ქართულ მხარესთან პასუხის მისაღებად ბრუნდებოდა, სწორედ მაშინ დაჭრეს. ჩატაევი არ აკონკრეტებს, თუ ვინ ესროლა. ჩატაევს ჭრილობა გაურთულდა და მუხლს ქვემოთ ფეხი მოჰკვეთეს  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).