ისრაელი იმედგაცრუებულია - კვირის პალიტრა

ისრაელი იმედგაცრუებულია

"ისრაელი პალესტინის სტატუსის თაობაზე საქართველოს გადაწყვეტილებით გაკვირვებული და იმედგაცრუებულია", - განაცხადა  ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა. "ვინ, თუ არა საქართველომ კარგად იცის, რა შედეგი მოაქვს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას", - თქვა ელჩმა. დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. "ისრაელი არ არის დამწყები ქვეყანა და მას არ მართავენ დამწყები პოლიტიკოსები, რომ პოზიციები მარტივად შეიცვალონ", - განაცხადა ფუქსმა. ამასთან, საქართველოში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ პალესტინას გაეროში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რასაც მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).