სააკაშვილი ივანიშვილს ევაჭრება? - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ივანიშვილს ევაჭრება?

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალი ელჩების დამტკიცების სანაცვლოდ ციხიდან რამდენიმე პირის გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ ივანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ წაუყენა ასეთი პირობა. გავრცელებული  ინფორმაციით, ივანიშვილის მიერ შეთავაზებული კანდიდატურების ელჩებად დამტკიცების სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილი ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას ითხოვს. რაც შეეხება უმრავლესობასთან შეხვედრას, პრემიერმა მათ დისციპლინა დაუწუნა და განაცხადა, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის კოორდინაცია დარღვეულია.