წერილი ივანიშვილს - კვირის პალიტრა

წერილი ივანიშვილს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუიჟნიეკსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს  წერილი გამოუგზავნა და არასათანადო მოპყრობისა და წამების ამოსაძირკვად ეფექტური ზომების გატარების რეკომენდაციით მიმართა. როგორც კომისარი წერს, აუცილებელია ციხის სკანდალის ობიექტური გამოძიება. "პირდაპირი დამნაშავეების გარდა, ის ოფიციალური პირები, რომლებმაც დაუკვეთეს ან იყვნენ ინფორმირებული ამის შესახებ,  პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ამას უნდა მოჰყვეს დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი სასჯელი, მაგრამ სამართალი არ უნდა იყოს შერჩევითი", - ნათქვამია წერილში. მუიჟნიეკსის აზრით, უნდა შემუშავდეს უფრო ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რადგან საქართველოს ევროპაში პატიმრობის ყველაზე მაღალი ინდექსი აქვს.