ნატო არ ჩაერევა - კვირის პალიტრა

ნატო არ ჩაერევა

"ნატო საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებების საქმეში არ ჩაერევა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ. "ჩვენ ველოდებით უმტკივნეულო ურთიერთთანამშრომლობას ახალ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის და თავისუფალ, კანონიერ და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნებს შემდეგ წელს", - განაცხადა რასმუსენმა. მისი თქმით, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის მორიგი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. ნატოს გენმდივანმა საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთად მუშაობისკენ მოუწოდა. რასმუსენმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).