სტაფილოების პოლიტიკიდან სერიოზული პოლიტიკისკენ - კვირის პალიტრა

სტაფილოების პოლიტიკიდან სერიოზული პოლიტიკისკენ

"საქართველოში სტაფილოების პოლიტიკას სერიოზული პოლიტიკა ენაცვლება", - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული

უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე. პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად მუშაობენ და დარბაზში, სადაც ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება, სხედან ის პირები, ვინც ცოტა ხნის წინ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს სტაფილოებს ესროდა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დიალოგი არ ნიშნავს იმას, რომ მხარეები ყველაფერზე თანხმდებიან, მაგრამ პირველად ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ბევრი პოლიტიკური სუბიექტი ზოგჯერ აღწევს კიდეც შეთანხმებას. პრეზიდენტის განცხადებით, დიალოგი არის ხალხის შეკვეთა და ამ მხრივ პირველი ნაბიჯი გადადგმულია.