პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ - კვირის პალიტრა

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ

ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში

სამართალდამცველებთან დაკავშირებული გახმაურებული მკვლელობები უნდა შეისწავლოს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით დეპუტატებს დაახლოებით ორი თვის წინ ახალგაზრდა აქტივისტებმა: დაჩი ცაგურიამ, ირაკლი კორძაიამ და ჯაბა ჯიშკარიანმა მიმართეს. "ქრისტიან-დემოკრატებს"" უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი არა აქვთ, მაგრამ საკითხის ინიცირებას მაინც მოახდენენ.