ხელისუფლება ლევან თარხნიშვილს შეელია - კვირის პალიტრა

ხელისუფლება ლევან თარხნიშვილს შეელია

ხელისუფლებაში ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე

მიღებულია. დეპუტატ გია თორთლაძის თქმით, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თარხნიშვილი არჩევნებს აღარ ჩაატარებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპოზიციას თბილისის მერის არჩევნებში 30-პროცენტიანი ბარიერის დაწესება, ასევე მაჟორიტარული და პროპორციული სიების გათანაბრება (პრინციპით 25X25-ზე) შესთავაზეს. ეს წინადადება ოპოზიციურმა პარტიებმა მოიწონეს, თუმცა "ალიანსი საქართველოსათვის" მოითხოვს თბილისის მერის არჩევისას 50%-იან ბარიერს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ პავლე კუბლაშვილის თქმით, ლევან თარხნიშვილს ოპოზიციამ დაუმსახურებელი დარტყმა მიაყენა. როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციასთან პოლიტიკური შეთანხმება და ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის შეცვლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ იქნა მიღებული.