ნინო ბურჯანაძემ "საინტერესო სიურპრიზი" აღმოაჩინა - კვირის პალიტრა

ნინო ბურჯანაძემ "საინტერესო სიურპრიზი" აღმოაჩინა

დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას "საინტერესო

სიურპრიზი" აღმოაჩინა. მისთვის სიურპრიზი ის იყო, რომ "თურმე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროკავშირის ელჩებთან გამართულ ლანჩზე დემოკრატიის მეორე ტალღაზე ისაუბრა". "სააკაშვილი ევროპელ დიპლომატებთან დემოკრატიის მეორე ტალღაზე ლაპარაკობს, მაშინ როდესაც საზოგადოება დემოკრატიული რეფორმების არათუ ტალღას, არამედ სიოსაც ვერ გრძნობს. ამასთან, ელჩებს ვთხოვეთ, საქართველოზე შეხედულებებში კორექტივები შეიტანონ", - განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, მან ელჩებს პოლიტპატიმრების შესახებ დოკუმენტები გადასცა და ისაუბრა ყველა იმ პრობლემაზე, რაც ამ საკითხსა და მედიის თავისუფლებას ეხება.