"თეთრები" სახალხო შეკრებას გეგმავენ - კვირის პალიტრა

"თეთრები" სახალხო შეკრებას გეგმავენ

"თეთრი მოძრაობა" 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის" მეექვსე წლისთავზე, დიდ სახალხო შეკრებას გეგმავს.

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თემურ შაშიაშვილის თქმით, მოძრაობას საჭიროდ მიაჩნია, 23 ნოემბრიდან გაცხადდეს სამი პროცესის დაწყება. კერძოდ, ხელისუფლების სახალხო გასამართლება, მუშაობა დემოკრატიული კონსტიტუციის შექმნისთვის და ღირსების ულტიმატუმის ამოქმედება. მოძრაობა ასევე პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული კრების მოწვევას, რომელიც სასურველია, 2010 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ჩატარდეს.